LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმიტაციაა, პოლიტიკური ნება თუ არ გაქვს პარტიას, რა ცვლილებებზეა საუბარი – ბაჩო დოლიძე რეკომენდაციების შესრულების პროცესზე

57
ბაჩო-დოლიძე

ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფების მიერ გამართულ შეხვედრას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე „იმიტაციას“ უწოდებს. მისი განმარტებით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად „პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს“.

„ეს ყველაფერი იმიტაციაა, პოლიტიკური ნება თუ არ გაქვს პარტიას, რა ცვლილებებზეა საუბარი. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენ, რომ დავმსხდარიყავით არასამთავრობოებთან ერთად, გვემუშავა და ცვლილებები გაგვეკეთებინა ყველა საკანონმდებლო მიმართულებით, რომელიც მოთხოვნილია ჩვენი ევროპელი მეგობრებისაგან. როგორც შეგპირდით, ამას სექტემბერში დავდებთ მაგიდასთან და შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს კონკრეტულად პოზიციის დაფიქსირება“, – განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო ჯგუფები ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მუშაობა განაგრძობს. შეხვედრებში მონაწილეობას მმართველ პარტიასთან ერთად, ოპოზიციისა და მესამე სექტორის ნაწილიც იღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g