LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმიტომ რომ შავია, თუ იმიტომ რომ დამნაშავეა – რასიზმი თავისუფლების ქვეყანაში?!

594
-112713115-4b1a7e4c-41c4-428a-9b00-d2af8239abd9

ჯორჯ ფლოიდი – ამ აფრო-ამერიკელი კაცის გარდაცვალების შედეგად ამერიკა ქაოსშია. თითქოს სამწუხარო, თუმცა ძალიან ჩვეულებრივი შემთხვევა შესაძლოა, მსოფლიოში უძლიერესი ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზეზი გახდეს, რადგან 26 მაისს დაწყებული პროტესტი ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსაზრებები იყოფა: ზოგი ფიქრობს, რომ ფლოიდის სიკვდილი მხოლოდ საბაბია, რეალურად კი მოვლენების უკან მსოფლიო პოლიტიკა დგას. ზოგი  ამბობს, რომ პროტესტი არასამართლიანი და ძალადობრივია – მისი დაშლის გზა კი სრულიად ლეგიტიმური. საზოგადოების ეს ნაწილი მიიჩნევს, რომ რასიზმი არ არსებობს და აშშ-ში აფრო-ამერიკელებს განსაკუთრებული უფლებებიც კი აქვთ.

მათ, ვინც ამ საქმეში გლობალურ პოლიტიკას ხედავს, ეჭვი რუსეთსა და ჩინეთზე აქვთ და თემას “შემოგდებულს” უწოდებენ. ხოლო ვინც მიიჩნევს, რომ ეს უბრალო “თავგასულობაა” მონათმფლობელობის დასრულებას მისტირის და აბრაამ ლიკოლნის მიღწევებს “აკრიტიკებს”. მათ კრიტიკას ხელს უწყობს ისიც, რომ პროტესტის ნაწილი მშვიდობიან ფარგლებს გასცდა. პირველივე დღეებიდან აქტივისტების ნაწილმა გადაწვა მანქანები, დაარბია შენობები…

ამათგან სრულიად განსხვავებული აზრის მქონეები კი ამერიკაში შავკანიანების ჩაგვრასა და ხოცვას აპროტესტებენ. ამ ბრძოლასთან გამკლავება ამერიკის ძალიან თეთრ, არც ისე კორექტულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უწევს.

“როცა იწყება მოროდიორობა, იწყება სროლაც”, — ამ სიტყვებით გააფრთხილა ტრამპმა მოქალაქეები და იმავე ტვიტში ქალაქის მერს სამხედრო დახმარება აღუთქვა. ეს ტვიტი დაიბლოკა, ძალადობის წახალისების გამო.

 

 

რასიზმი?!

პროტესტის ტალღა, ანარქია ქუჩებში, რეზინის ტყვიები და გაზი – ეს ნაცნობი სცენა აშშ-ში ვითარდება. პროტესტი სხვა ქვეყნებსაც მოედო, თუმცა არამასშტაბურად.

ფლოიდი დაცვის თანამშრომელი იყო, თუმცა კორონავირუსის გამო, ის უმუშევრად იყო დარჩენილი. ფლოიდს 6 წლის ქალიშვილი დარჩა. ის მინეაპოლისში რამდენიმე წლის წინ, ჰიუსტონიდან გადავიდა.

 

46 წლის აფრო-ამერიკელი 25 მაისს მინეაპოლისის პოლიციამ სიგარეტის ყიდვისას დააკავა. მაღაზიის გამყიდველი დაეჭვდა, რომ ფლოიდმა ყალბი 20-დოლარიანი გადაიხადა. მან ფლოიდს სიგარეტის დაბრუნება სთხოვა, თუმცა ფლოიდმა უარი განაცხადა. ამის გამო თინეიჯერმა გამყიდველმა პოლიცია გამოიძახა. პოლიციელმა დერეკ შოვინმა ფლოიდი მიწაზე დააწვინა და მუხლი ყელზე დაადგა. ასეთ მდგომარეობაში ოფიცერს ფლოიდი თითქმის 9 წუთი ჰყავდა.

ფლოიდი მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ვიდეო, სადაც ის არაერთხელ იძახის, რომ ვეღარ სუნთქავს, სწრაფად გავრცელდა. ოთხი პოლიციელი მეორე დღესვე სამსახურიდან დაითხოვეს, ხოლო ერთი საპროტესტო ტალღის გავრცელების შემდეგ დააკავეს.  

როგორ ავუხსნა შვილებს: ფლოიდის მკვლელობას სპორტული სამყარო საოცარი პროტესტით ეხმაურება

"თუ ეს თქვენ თავს არ ხდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ ხდება".

თუმცა, ეს გაბრაზებული ხალხისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

“დავიღალე იმის გაგებით, რომ კიდევ ერთი აფრო-ამერიკელი მოკლეს; დავიღალე იმით, რომ ქუჩაში როდესაც პოლიცია მაჩერებს, მეშინია” – ამბობენ პროტესტის მონაწილეები და თუ სტატისტიკას გადავხედავთ, დიახ, შეიძლება ითქვას, ისინი მართლები არიან.

 

სამი მიზეზი, რატომ აქვთ აფრო-ამერიკელებს გაბრაზების უფლება

სტატისტიკურად აფრო-ამერიკელებს უფრო ხშირად ესვრიან

მიუხედავად იმისა, რომ აფრო-ამერიკელები აშშ-ში მოსახლეობის მხოლოდ 14%-ს შეადგენენ, 2019 წელს ოფიციალური მონაცემებით, პოლიციის მიერ განხორციელებული 1000 ფატალური გასროლის 23% სწორედ მათზე მოდის.

 

 

აფრო-ამერიკელებს ნარკოტიკების მოხმარებისთვის უფრო ხშირად აკავებენ

შეიძლება ცალკე აღებული ეს სტატისტიკა არაფერს ამბობს, თუმცა თუ გაეცნობით სხვა კვლევებს, რომელიც ამტკიცებს, რომ “შავები” და “თეთრები” ერთნაირად მოიხმარენ ნარკოტიკს, ეს უკვე გაბრაზების მიზეზს იძლევა.

 

 

საპატიმროებში აფრო-ამერიკელები ჭარბობენ

 

და ეს სტატისტიკა მშრალი არაა. პოლიციელების მიერ შავკანიანების უმიზეზოდ ხოცვას ამერიკაში დიდი ისტორია აქვს – ფლოიდის შემთხვევაც სწორედ მისი ნაწილია.

ამ კაცის სიკვდილმა ამერიკის იმ ნაწილს, რომელიც რასის მიხედვით ჩაგვრას აპროტესტებს, ერიკ გარნერის შემთხვევა გაახსენა, რომელიც 2014 წელს ზუსტად მსგავს ვითარებაში დაიღუპა.

“ვერ ვსუნთქვ” – ამბობდა ისიც… გარნერიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი იცვლება, თან უკეთესობისკენ. პოლიციელი, რომელსაც მის მკვლელობაში ადანაშაულებდნენ, არ დაიჭირეს. ის ახალგაზრდის სიკვდილის შემდეგ მხოლოდ 5 წელიწადში გაათავისუფლეს სამსახურიდან.

 

ფლოიდს დაკრძალვაზე შეკრებილებმა ზუსტად 08:46 წამიანი დუმილით მიაგეს პატივი. სწორედ ამდენი ხანი ჰყავდა ის პოლიციელს “სასიკვდილო პოზაში”.

ფლოიდის ოჯახი პროტესტს მხოლოდ მერე დღეს შეუერთდა. ჰიუსტონში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია ჩატარდა. ოჯახი ოთხივე პოლიციელის დაკავებას ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g