LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმნაძე: აცრა უკვდავების წყარო არ არის, ვირუსი შეიძლება დაგემართოს, მაგრამ მთავარია ვინ იღუპება – იღუპება აუცრელი ადამიანი

66
ჰჯკფყუკ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კიდევ ერთხელ საუბრობს ვაქცინაციის მნიშვნელობაზე.

“აცრა უკვდავების წყარო არ არის, ვირუსი შეიძლება დაგემართოს, მაგრამ მთავარია ვინ იღუპება – იღუპება აუცრელი ადამიანი…

ადამიანს ვირუსი როცა ემართება, იქ დიდი განსხვავება არ არის, კორონას რომელი შტამი დაემართება. ამას ეპიდემიოლოგებისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან დელტა შტამი გაცილებით უფრო გადამდებია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ “იმედის” ეთერში.

ცნობისთვის, 27 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 137, ხოლო გარდაიცვალა — 42 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g