LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმნაძე: ამ პოლიტიკურ ძალებში რა, ჩემზე ნაკლები ექსპერტები არიან? ვერ უთხრეს მთავრობას, არჩევნები გადავდოთო?

110
1528344833

იყო თუ არა განხილვის საგნად ქცეული ქვეყანაში არჩევნების გადადება – დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოადგილეს “ფორმულას” ეთერში ის პროგნოზი შეახსენეს, როდესაც მან თქვა, რომ დეკემბრის დასაწყისში შესაძლოა, ქვეყანას 4 000 შემთხვევა მიეღო.

საკითხზე კომენტირებისას იმნაძემ თქვა, რომ პოლიტიკურ ძალებში მყოფ ექსპერტებს მმართველი გუნდისთვის არჩევნების გადადება უნდა შეეთავაზებინა.

“ალაბთ, ჩემი შეცდომაც იყო, რომ ზაფხულში უფრო არ მოვითხოვეთ ღონისძიების გამკაცრება. მაგრამ რატომღაც გვეგონა, რომ მოსახლეობა იყო გათვითცნობიერებული…

თქვენ უნდა გენახათ, მაშინ რეებს მწერდნენ, ფოტოგრაფები, რომლებმაც არ იცოდნენ, როგორ ეკვებათ ბავშვები. თქვენ ყოველდღიურად დადიხართ სამსახურში და ხელფასს იღებთ, ჩვენც ექიმები. ამიტომ ადვილი გადასაწყვეტი არ იყო.

ვერ გადავდებდი არჩევნებს. ამ პოლიტიკურ ძალებში რა, ჩემზე ნაკლები ექსპერტები არიან?ვერ უთხრეს მთავრობას, რომ არჩევნები გადავდოთო? მაგას უნდოდა ცვლილება კონსტიტუციაში…”, — განაცხადა იმნაძემ.

ეს იქნება არა მხოლოდ შეზღუდვები, არამედ, მომავალი 2 თვის გეგმა…იმედია, ახალ წელს ჩვეულ გარემოში შევხვდეთ: იმნაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g