LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმნაძე: სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს – „დელტას“ შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვისაც გაციების სიმპტომები გექნებათ, აუცილებლად გაიტესტეთ

137
paata imnadze

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძის განცხადებით  აქვთ ინფორმაცია, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ზოგიერთი მოქალაქე არ იცავს წესს, საჯარო სივრცეში გადაადგილდება და ვირუსს ავრცელებს.

„სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს. ამიტომ, ავიცრათ, დავიცვათ დისტანცია და ვატაროთ პირბადე.

„დელტას“ შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე აქამდე არსებული შტამები ჰგავდა. ამიტომ, ვისაც გაციების სიმპტომები გექნებათ, აუცილებლად გაიტესტეთ.

მოერიდეთ გარშემომყოფებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ინფორმაცია, რომ ადამიანები, რომლებმაც იციან რომ ინციფირებული არიან, არ იცავენ წესებს, დადიან გარეთ და კიდევ უფრო ავრცელებენ ინფექციას. არ ვიცი რა ვუწოდო ასეთ ადამიანებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ დღევანდელ ვებინარზე.

მოვუწოდებ ექიმს, რომელმაც აცრის რეკომენდაცია არ მისცა მოქალაქეს, შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები