LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმნაძე: ტრამპი ტესტის პასუხს 3 დღე ელოდებოდა… ვინც დათვლა იცის, დაითვალოს!

169
BeFunky-collage - 2020-09-30T132804.736

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი –  235 აჭარის რეგიონში დაფიქსირდა. “კოვიდ 19”-ის გავრცელების ყველაზე ცხელ წერტილში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ეპიდემიოლოგთა ჯგუფი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებიან.

კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკასა და პროგნოზებზე პაატა იმნაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიტუაციის დასტაბილურების პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა.

“აჭარაში ბრძოლის წინა ხაზია. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სიტუაცია დასტაბილურდეს. პირველი ნიშნები დღეს გამოიკვეთა. ვნახოთ, თუ უახლოეს დღეებში ასე გაგრძელდება შესაძლოა მივაღწიოთ დასტაბილურებას. ეს ნიშნავს იმას, რომ არ ხდება შემთხვევების ნახტომისებური ზრდა. სისტემა მაქსიმალურად ავლენს ინფიცირებულებს და ამავე დროს მოსახლეობაც იცავს წესებს გაცილებით უკეთესად, ვიდრე ეს ხდებოდა ერთი თვის წინ” – განაცხადა იმნაძემ.

რაც შეეხება ტესტირების პროცესში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებულ კითხვას, როგორც იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ტესტირების პასუხი არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არის მზად 24 საათში.”

„სისტემამ საქართველოში უბრალოდ აიღო ძალიან მაღალი თამასა, 24 საათიანი. ასეთი არ არსებობს ევროპის არც ერთ ქვეყანაში და არც შეერთებულ შტატებში. ალბათ, ყველას გაქვთ ხომ წაკითხული, რომ პრეზიდენტი ტრამპი სამი დღე ელოდებოდა ტესტის პასუხს, შეგიძლიათ შეხვიდეთ world meter-ზე და ნახოთ. ტესტირების მაჩვენებლით საქართველო შვედეთს, შვეიცარიას და ნიდერლანდებს უსწრებს. აქედან გამომდინარე, როდესაც რაღაცას აკეთებ, უნდა შევადაროთ“ –  განაცხადა პაატა იმნაძემ.

796 გამოჯანმრთელებული და 28 კრიტიკულად მძიმე: ვინ არის 37-ე გარდაცვლილი

მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა და ადამიანის სიცოცხლეზე “პროცენტებით” საუბარი ძნელია.

“ყველა პაციენტის გარდაცვალება ტრაგედიაა. ნებისმიერის ოჯახისთვის ეს არ არის რიცხვები და პროცენტული მაჩვენებელი. ძალიან ძნელია ადამიანების სიცოცხლეზე პროცენტებით საუბარი, მაგრამ ვინც თვლა იცის, დათვალოს!” – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება მოქალაქეების ნაწილის პრეტენზიას, რომ რეაგირება ზოგ შემთხვევაში დაგვიანებულია, იმნაძემ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პასუხიც საკმარისი იყო.

ამასთან, მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ბათუმში თავშესაფრის დაცვა ვერ მოხერხდა, თუმცა იმნაძე ამბობს, რომ თავშესაფარში ადამიანებს მაღალი ხარისხის მომსახურება უტარდებათ.

„ჩვენ გვაქვს დასავლეთის ქვეყნების ძალიან ტრაგიკული გამოცდილება, სადაც თავშესაფარში შეღწეულმა ინფექციამ, იგივე შვედეთში, ძალიან მაღალი ლეტალობა გამოიწვია. პრობლემა ის იყო, რომ საავადმყოფოშიც ვერ მიჰყავდათ. ჩვენს თავშესაფარში მყოფებს ძალიან მაღალი ხარისხის მომსახურება ეწევათ“ – განაცხადა იმნაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g