საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მხარდამჭერი ფინანსური ორგანიზაცია, რეგიონებში საინტერესო შეხვედრების ორგანიზებას აგრძელებს.
ამჯერად 11 ივლისს, გორში, სასტუმროში Gori Inn, 19:00 საათზე, მწერალი დათო ტურაშვილი წიგნების მოყვარულთათვის შეხვედრას გამართავს და მისულ სტუმრებს განათლებაზე, ლიტერატურასა და წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრება.
შეხვედრაზე დასწრების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ აქ.
შეხვედრის ბოლოს ვიქტორინა მოეწყობა და გამარჯვებულებს საჩუქრად დათო ტურაშვილის ხელმოწერილი წიგნები გადაეცემათ
განათლების გზაზე არ გაჩერდე!
(R)