LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმოგზაურებდით თუ არა გემით, რომელსაც არც კაპიტანი და არც ეკიპაჟის წევრები არ ყავს

ship

იდეის ავტორი Rolls –Royce-ის ჯგუფი გახდა და გემი ადამიანის დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად გადაადგილდება. ბუნებრივია, კრიტიკულ სიტუაციებში ხომალდის მართვა ადამიანსაც შეეძლება და ამ დროს ავტოპილოტი დროებით გამოირთვება ხოლმე. რაც შეეხება ავტონომიურ სისტემას, ის სატელიტის მეშვეობით იმართება და ხომალდს გეზის სწორად შერჩევაში სენსორები და კამერები ეხმარება.

იდეის ავტორებს სჯერათ, რომ ძალიან მალე ყველა საზღვაო ხომალდი ადამიანის გარეშე, ავტოპილოტის მეშვეობით გადაადგილდება. კომპიუტერის მიერ მართული ტრანსპორტი ბევრად უფრო უსაფრთხო იქნება, რადგან როგორც სტატისტიკა აჩვენებს ავარიების უმრავლესობა ადამიანის შეცდომის გამო ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g