კიანუ რივზის თაყვანისმცემლებს შეუძლიათ, კუმირთან და კიდევ სამ ბაიკერთან ერთად მოტოციკლეტით იმოგზაურონ, მსახიობმა შეთავაზებით საკუთარ ფანატებს საჩუქარი გაუკეთა.
აღსანიშნავია, რომ ეს „საჩუქარი“ თაყვანისმცემლებს არც ისე იაფი დაუჯდებათ – 150 ათასი დოლარის გადახდის შემთხვევაში მსურველებს შეეძლებათ „შეუკვეთონ“ რივზი ორი დღით, მსახიობი კი ვალდებული იქნება კალიფორნიის გარშემო მათთან ერთად მოტოციკლით იმოგზაუროს.
ამასთან, მოგზაურობაში მონაწილეს შეეძლება, მოტოციკლი, რომელიც რივზის დიზაინით იქნება შექმნილი, დაიტოვოს.