„იმპელ დეველოპმენტი“ პირველი დეველოპერული კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც მაღალპროფესიონალური გუნდით, ინოვაციური სამშენებლო მიდგომებითა და უმაღლესი ხარისხის მასალით ევროპულ სტანდარტს ქმნის. ამ ეტაპზე კომპანია სრულად არის ორიენტირებული უნივერსალური საცხოვრებელი კომპლექსის „იმპელ ვერდეს“ მშენებლობაზე.
მელანია კოკოჩაშვილი, კომპანიის „იმპელ დეველოპმენტი“ მარკეტინგის ხელმძღვანელი:
– „იმპელ ვერდე“ შენდება ვარკეთილში, გიორგი აბაშვილის #7-ში. კომპლექსის ადგილმდებარეობა შესანიშნავია იმ მხრივ, რომ მისგან 1 წუთის სავალ გზაზეა ავტობუსის გაჩერება, 8 წუთის გზაზე – მეტრო ვარკეთილი, 4 წუთში იქნებით „ისთ ფოინთში“, ასევე ახლოს მდებარეობს სკოლა, ბაღი, და რაც მთავარია, სარეკრეაციო ზონა.
„იმპელ ვერდე“ დახვეწილი არქიტექტურითა და განსხვავებული სტილით გამოირჩევა. ის შენდება 32 000 კვ.მ-ზე და უნიკალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ მას 12 000 კვ.მ-ზე განაშენიანებული მარადმწვანე ბულვარი ექნება. ბულვარის პროექტზე დენდროლოგების ჯგუფმა იმუშავა, შესაბამისად, აქ გათვალისწინებულია ისეთი ჯიშის მცენარეები, რომლებიც სასარგებლოა სასუნთქი გზებისთვის და არის ანტიალერგიული. დღეს, როდესაც თბილისში სიმწვანის დიდი დეფიციტია, ბინის ყიდვის მსურველისთვის მნიშვნელოვანია, წელიწადის ნებისმიერ დროს დატკბეს სიმწვანით და სიმშვიდით, რასაც ვთავაზობთ კიდეც ჩვენი პროექტის ფარფლებში.
კომპლექსი არის მულტიფუნქციური. გარდა იმისა, რომ ის შედგება 6 საცხოვრებელი ბლოკისგან, დამატებით ერთ შენობას ექნება კომერციული დანიშნულება, შესაბამისად, აქ განთავსდება სუპერმარკეტები, კაფე-ბარები, აფთიაქები, ფიტნეს დარბაზები და ა.შ. ფაქტობრივად, მობინადრეებს კომპლექსიდან გაუსვლელად შეეძლებათ ბევრნაირი მომსახურების მიღება. „იმპელ ვერდეს“ ტერიტორიაზევე იქნება ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, საფეხმავლო და ველო ბილიკები და საბავშვო სივრცე.
საცხოვრებელი ბლოკები 12 სართულისგან შედგება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამი ბლოკის მშენებლობა, კომპლექსი სრულად კი 2027 წელს დასრულდება.
ჩვენს გვაქვს უპრეცედენტო და უკონკურენტო ჩაბარების პირობა – მწვანე + კარკასი, რაც ნიშნავს დამატებით გალესილ აბაზანას და შეყვანილ კომუნიკაციებს. მობინადრეებისთვის ეს დიდი კომფორტია, რადგან ბინის ყიდვის შემდეგ ისინი თავისუფალნი არიან ზედმეტი ხარჯებისგან და მათ მხოლოდ ე.წ. კოსმეტიკური რემონტის ჩატარება მოუწევთ.
ჩვენთან ბინების ფართი 44 კვ.მ-დან იწყება და ფაქტობრივად, ნებისმიერი ტიპის ოჯახის მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ.
– ალბათ, დაწყებული იქნება ბინების გაყიდვის პროცესიც, სად შეიძლება გადახდის პირობებზე დეტალური ინფორმაციის მოძიება?
– დაახლოებით ერთი წელია, რაც დავიწყეთ გაყიდვების მიმართულებით მუშაობა. პირველ და მეორე ბლოკებში ბინების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია. მალე დავიწყებთ ახალი ბლოკების მშენებლობას, გვაქვს ბევრი ჯავშანი, შესაბამისად, ჩვენს კომპლექსში ცხოვრების მსურველებმა უნდა იჩქარონ. რაც შეეხება საკონტაქტო ინფორმაციას, ჩვენი ტელეფონის ნომერია: (032) 2 11 11 03, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვმართონ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელშიც.
– პროექტის შესახებ ვკითხულობთ, რომ მობინადრეებს პრემიუმ კლასის ბინებს აბარებთ. სიტყვა პრემიუმი ზოგჯერ აფრთხობს მომხმარებელს, რადგან ის მისთვის ძვირადღირებულ სიამოვნებასთან ასოცირდება.
– „იმპელ დეველომპენტის“ პოლიტიკაა, რომ შექმნას პრემიუმ ხარისხის ბინები ხელმისაწვდომ ფასად. პრემიუმ ხარისხში იგულისხმება როგორც მასალები, ასევე მშენებლობის ტექნიკა. ჩვენი მასალების წყალობით, იქნება ეს კარ-ფანჯარა, იატაკისა თუ კედლების დათბუნება, ბინები არის ენერგოეფექტური, რაც იმას ნიშნავს, რომ თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები შესაძლოა 40-დან 60%-მდე შემცირდეს. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენი ბინები არის ინკლუზიური და ზოგადად კომპლექსშია შექმნილი ინკლუზიური გარემო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ „იმპელ ვერდეს“ ექნება 24 საათიანი დაცვა. შესაბამისად, მშვიდი, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და მასალები ქმნის პრემიუმ ხარისხს.
– „იმპელ ვერდეს“ მიღებული აქვს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მწვანე სერტიფიკატი (საქართველოში აღნიშნულ სერტიფიკატს სულ 3 კომპანია ფლობს). რას ნიშნავს ეს?
– უპირველესად აღვნიშნავ, რომ ეს ფაქტი საამაყოა ჩვენთვის, მით უფრო, რომ „იმპელ ვერდე“ ჩვენი პირველი პროექტია და პირველივეთი აღნიშნული სერტიფიკატის მიღება, ვფიქრობ, ძალიან ხმამაღალი განაცხადია. ეს სერტიფიკატი არის იმის დასტური, რომ ვართ პრემიუმ ხარისხის მშენებლები, სამშენებლო მასალები არის ეკოლოგიურად სუფთა, სამშენებლო ტექნიკა კი – ევროპული სტანდარტის.
– მართალია, „იმპელ ვერდე“ ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, როგორც ვიცი, სამომავლოდ კიდევ არაერთი სიახლე გექნებათ.
– უპირველესად, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს მობინადრეებს მალე „იმპელ ქარდით“ სარგებლობის საშუალება ექნებათ (ის ამჟამად დამუშავების პროცესშია), რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩვენს პარტნიორ მაღაზიებში ავეჯს, ტექნიკას, ტექსტილსა თუ სამშენებლო მასალებს აღნიშნული ბარათით ექსკლუზიურ ფასად შეიძენენ. იქიდან გამომდინარე, რომ „იმპელ დეველომპენტი“ სამშენებლო ბაზარზე დიდი ამბიციებით შემოვიდა, ჩვენი გეგმები არ იქნება შემოფარგლული მხოლოდ ვარკეთილით, პროექტებს სხვა უბნებშიც განვახორციელებთ და რაც მთავარია, ქალაქს შევმატებთ სიმწვანეს, საცხოვრებელ გარემოს მაქსიმალურად გავათავისუფლებთ მანქანებისგან და შევქმნით დაცულ, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა სივრცეებს.