LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმპლანტებს გამოემშვიდობეთ…” – მეცნიერებმა შექმნეს პლასტირი, რომლითაც ახალი კბილი ისევ ამოვა

246
„იმპლანტებს გამოემშვიდობეთ” - მეცნიერებმა შექმნეს პლასტირი, რომლითაც ახალი კბილი ისევ ამოვა

ტექნოლოგიამ, რომელიც ამჟამად კლინიკური შეფასების პროცესშია, მომავალში შეიძლება სრულად შეცვალოს სტომატოლოგია, გააქროს ხელოვნური პროთეზების, იმპლანტების და სხვა ხანგრძლივი ჩანაცვლებითი მეთოდების საჭიროება.

სამხრეთ კორეელმა მკვლევრებმა შექმნეს უმცირესი, ბიოაქტიური პლასტირი, რომელსაც შეუძლია ადამიანის კბილების ბუნებრივი ხელახალი ზრდა მოახდინოს.

მოწყობილობას კბილის დაკარგულ ადგილზე ან დაზიანებულ ფესვზე ამაგრებენ, რის შემდეგაც ის ააქტიურებს იმ უჯრედებს, რომლებიც კბილის ფორმირებას მხოლოდ ადრეული ასაკის პერიოდში უზრუნველყოფენ.

პროექტის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ჰან ჯი-ვუმ, პლასტირი ასე აღწერა: „მიკროსაზომიანი ბიოაქტიური პლატფორმა, რომელიც აღვიძებს ორგანიზმის ბუნებრივ შესაძლებლობას, შექმნას სრულად ჩამოყალიბებული კბილი“, – ამბობს ექიმი.

მკურნალობის ეფექტის მიღწევის შემდეგ, პლასტირი მთლიანად იშლება და არაფერს ტოვებს, გარდა ახალი კბილის ზრდის პროცესისა. ცხოველებზე მიღებული შედეგებიდან ადამიანურ კვლევამდე ადრეულმა ცდებმა თაგვებსა და ფერეტებზე აჩვენა, რომ პლასტირის გავლენით იქმნება კბილის კვირტები, რომლებიც მოგვიანებით ვითარდება სრულფასოვან კბილებად, მინანქრით, დენტინითა და პულპით.

კვლევითი ჯგუფი აცხადებს, რომ ამ გზით აღდგენილი კბილები სიმტკიცითა და მგრძნობელობით ძალიან ჰგავს ბუნებრივ პროცესს. ამჟამად მიმდინარეობს უსაფრთხოების კლინიკური შეფასება. ადამიანებზე მცირე მასშტაბით კვლევების დაწყება იგეგმება 2025 წლის ბოლოს ან 2026 წლის დასაწყისში.

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სამინისტრო პროექტს უკვე მიიჩნევს „მაღალი პრიორიტეტის ბიომედიცინის ინოვაციად“, რაც ნიშნავს, რომ ის დაჩქარებულ მხარდაჭერას მიიღებს.  რეგენერაციული მედიცინის ექსპერტი, დოქტორი ლი მინ-ჰიუკი ამბობს:

„თუ ეს ტექნოლოგია ადამიანებშიც ისე იმუშავებს, როგორც ცხოველებში, სტომატოლოგია ჩანაცვლებით მკურნალობიდან, სრულ ბიოლოგიურ აღდგენაზე გადავა.“

ექსპერტების შეფასებით, კბილების ხელოვნური ჩანაცვლების გლობალური ბაზარი, რომლის ღირებულება დღეს 30 მილიარდ დოლარს აღემატება, შეიძლება სრულიად გარდაიქმნას, თუ ბუნებრივი კბილების აღდგენა კლინიკურ რეალობად იქცევა.

როგორ მუშაობს პლასტირი მოწყობილობა, ის იყენებს კონტროლირებადი გამოთავისუფლების მემბრანას, რომელიც გაჟღენთილია კბილის ფორმირების პროცესის  აქტივატორი ცილებით, უზრუნველყოფს ღეროვანი უჯრედების კონდიცირების ფაქტორებს, რომლებიც უჯრედების სწორ განვითარებას წარმართავენ  და ბიოდეგრადირებად ნანოფიბრებს, რომლებიც ზრდის საწყის სტადიაზე სტრუქტურულ მხარდაჭერას უზრუნველყოფენ პლასტირის დაშლისას.

ზუსტად ეს ბიოლოგიური სიგნალები „აღვიძებს“ მიძინებულ კბილის ქსოვილს იმავე ბუნებრივი მექანიზმით, როგორითაც ბავშვობაში ვითარდება კბილები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g