LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმუნიზაცია

105
იმუნიზაცია

იმუნიზაცია არის ინფექციური დაავადებებისგან ორგანიზმის დაცვის საშუალება ვაქცინის შეყვანის გზით. ვაქცინა იწვევს ორგანიზმის დამცველობით იმუნურ რეაქციას კონკრეტული ინფექციური დაავადების წინააღმდეგ. ვაქცინა აიძულებს ბავშვის ორგანიზმის იმუნურ სისტემას გამოიმუშაოს ანტისხეულები – ნივთიერება, რომელიც ებრძვის ინფექციას. თუ ბავშვის ორგანიზმში ინფექცია შეიჭრება, ვაქცინაციის შედეგად უკვე წარმოქმნილი ანტისხეულები ამოიცნობენ მას და ბავშვის ორგანიზმს დაიცავენ დაავადებებისაგან. იმ შემთხვევაში თუ სრული დაცვა არ მოხდება და ბავშვი მაინც დაავადდება, ინფექციის მიმდინარეობა იქნება მსუბუქი, სიცოცხლისათვის საშიში გართულებების გარეშე.

პირველი იმუნიზაცია ტარდება სამშობიაროშივე: ტუბერკულოზისა და ჰეპატიტის წინააღმდეგ. სხვა აცრები ტარდება იმუნიზაციის გეგმის მიხედვით 2 თვის ასაკიდან.
იმუნიზაციით მართვადი ინფექციებია: დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ინფლუენსა ბ ტიპის, პოლიომიელიტი, წითელა, წითურა, ყბაყურა, ბ ჰეპატიტი, როტავირუსული ნაწლავური ინფექცია, პნევმოკოკური  ინფექცია. ბავშვი 12 საშიში ინფექციის წინააღმდეგ იცრება 1 წლის განმავლობაში. ყველა წამალს შეუძლია გვერდითი არასასურველი რეაქციების და გართულებების გამოწვევა – ამ თვალსაზრისით ვაქცინები ყველაზე უსაფრთხო პრეპარატების რიგშია.

არსებობს ვაქცინაციის მუდმივი, დროებითი  და ცრუ უკუჩვენება:

მუდმივი უკუჩვენება  გულისხმობს ალერგიულ რეაქციას ან გართულებას.

დროებითი უკუჩვენებაა: მწვავე დაავადება მკაფიოდ გამოხატული კლინიკური ნიშნებით, ტემპერატურით ან მის გარეშე. ასეთ დროს ვაქცინაცია არ ტარდება გამოჯანმრთელებამდე; სამშობიაროში 2000 გრ-ზე ნაკლები წონის  ახალშობილები არ იცრებიან წონის კორექციამდე; სისხლის ან სისხლის სხვა პროდუქტების ხშირი გადასხმის შემთხვევაში ვაქცინაციის ჩატარების საკითხს და ვადებს წყვეტს ექიმი.

ცრუ უკუჩვენებებია დაავადებები, რომლებიც არ წარმოადგენენ აცრების უკუჩვენებას. მაგალითად: ინფექციურ დაავადებასთან კონტაქტი ახლო წარსულში; დღენაკლულობა ან მცირე წონითდაბადება; ეპილეფსია,
რომელიც მკურნალობას ემორჩილება; ორსული დედა; მცირედ ან ზომიერადგამოხატული ადგილობრივი რეაქცია ვაქცინის წინა დოზის შეყვანისას;
ზოგიერთ ბავშვს  აცრის შემდეგ შესაძლოა განუვითარდეს  მსუბუქი რეაქციები: სიწითლე, შესივება და მტკივნეულობა ჩხვლეტის ადგილზე, ცხელება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები