LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინასარიძე და ანდრეიჩენკო გამოცხადდნენ სახელმწიფოთაშორისი ძებნაში“ – რუსეთმა, ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებზე ძებნა გამოაცხადა

129
ყირიმის ხიდი

„რუსეთმა საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძესა და უკრაინის მოქალაქე სერგეი ანდრეიჩენკოზე, რომლებსაც ქერჩის ხიდის აფეთქებაში ადანაშაულებენ, სახელმწიფოთაშორისი ძებნა გამოაცხადა“ – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ თანახმად, რომელსაც ის ბრალდებულების საქმის მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს ნათქვამია, რომ „აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე 2024 წლის 14 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტში აღიძრა საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძესთან დაკავშირებით, რომელიც ბრალდებულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის საქმის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში“:

„ეს სისხლის სამართლის საქმე 2024 წლის 14 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტში აღიძრა საქართველოს მოქალაქე ინასარიძე ა.-სთან დაკავშირებით, რომელიც ბრალდებულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის საქმის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ტერორისტული თავდასხმა, რომლის შედეგადაც ადამიანი დაიღუპა), სისხლის სამართლის საქმის 222.1 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით) და სისხლის სამართლის კოდექსის 226.1 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ასაფეთქებელი ნივთიერებების კონტრაბანდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ)“, – აღნიშნულია საქმის მასალებში.

დოკუმენტის თანახმად, უკრაინის მოქალაქე, სერგეი ანდრეიჩენკო ბრალდებულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის საქმის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ტერორისტული თავდასხმა, რომლის შედეგადაც ადამიანი დაიღუპა) და 222.1 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით).

„ინასარიძე და ანდრეიჩენკო გამოცხადდნენ სახელმწიფოთაშორისი ძებნაში“, – აღნიშნული საქმის მასალებში.

ცნობისთვის, 2024 წლის მარტში, ბასმანის რაიონის სასამართლომ ალექსანდრე ინასარიძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

შეგახსენებთ, 2022 წლის 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანა ააფეთქეს.

დაიღუპა ოთხი ადამიანი, ჩამოინგრა ყირიმისკენ მიმავალი ხიდის საავტომობილო ნაწილის ორი ზოლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები