ინაუგურაციის დღეს ტრამპი კრევეტებსა და შოკოლადის სოუსში მომზადებულ ხორცს მიირთმევს. „CNN”-ის ინფორმაციით, ამერიკის ახალი პრეზიდენტი ფიცის დადების შემდეგ კაპიტოლიუმში ისადილებს.
უგემრიელეს კერძებს ამერიკის ყველაზე ცნობილი მზარეულები მოამზადებენ და მათ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტთან მაიკლ პენსთან ერთად დააგემოვნებს. ისინი ასევე მიირთმევენ ღვინოს – კრევეტებთან – 2013 წლის Chardonny-ს, ხოლო ხორცთან კი 2012 წლის წითელ Cabernet Sauvignon-ს.
რაც შეეხება დესერტს, პრეზიდენტი შოკოლადის სუფლეს და ვანილისა და ალუბლის ნაყინს დააგემოვნებს.
შეგახსენებთ,რომ ინაუგურაციის შემდეგ გამართული სადილი ერთ-ერთი უძველესი ტრადიციაა. მას კონგრესი 1953 წლიდან მართავს და როგორც წესი, პრეზიდენტები ამ დროს უამრავ სადღეგრძელოს ამბობენ და საჩუქრებსაც გულუხვად არიგებენ.