LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინაუგურაციის პარალელურად, ოპოზიციამ შესაძლოა, თელავში აქცია გამართოს

895

გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, თელავში შესაძლოა, საპროტესტო აქცია გამართოს.

როგორც პარტიაში “ფორტუნასთან” აცხადებენ, ამ ეტაპზე აქციის ჩატარების ადგილმდებარეობა გადაწყვეტილი არ არის და ამ თემაზე მსჯელობენ.

“ნაციონალურ მოძრაობაში” არ აკონკრეტებენ, განიხილავენ თუ არა თელავისა და თბილისის გარდა, სხვა ლოკაციას.

“ისიც არ არის გადაწყვეტილი, რა ფორმით და სად გამოვიყენებთ ჩვენი გამოხატვის თავისუფლებას. ამ ეტაპზე ცოტა ნაადრევია, ამაზე საუბარი. რამდენიმე დღეში გვექნება ამაზე პასუხები,” – განაცხადა კოტე იოსელიანმა “ფორტუნასთან”.

გაერთიანებული ოპოზიციის აქცია, მათი მხარდამჭერების ფილარმონიაში შეკრებისას დაანონსდა. თუმცა, მაშინ მათ მომხრეებს რუსთაველზე შეკრებისკენ მოუწოდეს. მოგვიანებით, 16 დეკემბრისთვის დაანონსდა არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია, თუმცა არა თბილისში, არამედ თელავში.

შეგახსენებთ, ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

magti 5g