LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Independent-მა საუკეთესო ქალაქების სია შეადგინა

57

Independent-მა ხალხის გასაცნობად საუკეთესო ქალაქების სია შეადგინა. ალბათ ყველა ტურისტი დაეთანხმება იმ აზრს, რომ მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი – ადგილობრივების გაცნობა და ახალი მეგობრების გაჩენაა. გამოცემის ექსპერტებმაც ამ საკითხში უკეთ გასარკვევად,  28 ქვეყნის წარმომადგენელი 12000 ადამიანი გამოკითხეს, ამის შემდეგ კი საუკეთესო დანიშნულებების რეიტინგი შეადგინეს.

აღმოჩნდა, რომ ახალი ნაცნობების საპოვნელად საუკეთესო ქალაქი შვედეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე გოტენბურგია. ქალაქის მკვიდრნი რეალურ ურთიერთობებს ძალიან აფასებენ, უყვართ გართობა, წვეულებები. ისინი ძალიან სოციალურები და ტოლერანტები არიან. როგორც ჩანს, ეს თვისებები არამხოლოდ გოტენბურგელებს, არამედ ზოგადად შვედებს ახასიათებთ, რადგან მეორე პოზიციასაც შვედური ქალაქი სტოკჰოლმი იკავებს. ლიდერთა სამეულს კი ილინოისის შტატში მდებარე ჩიკაგო ასრულებს. ჩიკაგოელებს მეგობრები ძალიან უყვართ და მათთან დიდ დროსაც ატარებენ, ხშირად დადიან დასალევად და წვეულებებსაც არ აკდლებიან.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე სოციალურ ქალაქთა სიაში ასევე ბოსტონი, ნიუ იორკი, კოპენჰაგენი, მადრიდი, რომი, დუბლინი და ტორონტოც მოხვდნენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები