ინდიანა ჯონსის შესახებ ფილმის პრემიერამ კიდევ ერთი წლით გადაიწია. ცნობილი ხდება, რომ სათავგადასავლო პროექტი 2020 წლის 10 ივლისს გამოვა.
გადაღებების დაწყება 2019 წლის აპრილში იგეგმებოდა, თუმცა ეს პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო. როგორც ცნობილი ხდება, მიზეზი ჯერ კიდევ დაუმთავრებელი სცენარია.
ინსაიდერების თქმით, რეჟისორი სტივენ სპილბერგიც და მთავარი როლის შემსრულებელი ჰარისონ ფორდიც მოუთმენლად ელოდებიან, როდის დაიწყება გადაღებები.
სტუდია Disney შეყოვნებაზე კომენტარს ჯერ არ აკეთებს.