“ინდიანა ჯონსის“ მეხუთე ნაწილის პრეზენტაციამ კიდევ ერთი წლით გადაიწია. ამჟამად ცნობილი ხდება, რომ ფილმი დიდ ეკრანებზე 2021 წლის 9 ივლისს გამოვა. მიზეზად ფილმის სცენარში არსებული პრობლემები სახელდება.
ახალი ნაწილის რეჟისორი სტივენ სპილბერგი იქნება, 75 წლის ჰარისონ ფორდი კი კვლავ მთავარ როლს შეასრულებს.