LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინდიანა ჯონსის“ მეხუთე ნაწილის გადაღებები მომდევნო წლის აპრილში დაიწყება

43

ცნობილი არქეოლოგისა და თავგადასავლების მაძიებლის, ინდიანა ჯონსის შესახებ ფილმის გადაღებები 2019 წლის აპრილში დაიწყება. ასეთი განცხადება რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა გააკეთა.

მსახიობთა შემადგენლობა ამ დროისთვის უცნობია. სავარაუდოდ, ექიმ ჯონსის როლში უკანასკნელად დაბრუნდება ჰარისონ ფორდი.

ფილმი დიდ ეკრანებზე 2020 წელს გამოვა. მეოთხე ნაწილი ეკრანებზე 2008 წელს გამოვიდა და მიუხედავად კრიტიკისა, მსოფლიო კინოგაქირავებაში 700 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები