LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანია დელი-თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს

148
indigo

ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანია დელი-თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავს. „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ავიაკომპანია Indigo პირდაპირ, რეგულარულ ავიარეისებს საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის, 31 ივლისიდან, კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.

Indigo-ს მენეჯმენტი საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა და ფრენების ოპერირებისთვის საჭირო ტექნიკური დეტალებთან დაკავშირებით შეხვედრას „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს.

Indigo ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც დღეისათვის ფრენებს 135 მიმართულებით ახორციელებს, აქედან 77 ადგილობრივი, 58 კი – საერთაშორისოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები