ინდოეთმა პაკისტანში შემთხვევით რაკეტა ისროლა. ამის შესახებ BBC-ი წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ინდოეთში მომხდარ “ტექნიკურ გაუმართავობას” აბრალებენ და ამბობენ, რომ შემთხვევა “ღმად სამწუხაროა”.
როგორც ცნობილია, შემთხვევით გასროლილ რაკეტას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
“2022 წლის 9 მარტს, რუტინული ტექნიკური სამუშაოების დროს, ტექნიკურმა გაუმართავობამ გამოიწვია რაკეტის შემთხვევით გასროლა.
ინდოეთის მთავრობამ მიიღო სერიოზული ზომები და უბრძანა სასამართლოს, დაიწყოს გამოძიება”,- ნათქვამია განცხადებაში.