ინდოეთში, მეხის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა ბიჰარის შტატში მოხდა. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაიზრდება.
ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა გოპალგანჯის რაიონში დაფიქსირდა. შტატის კატასტროფების მართვის დეპარტამენტის განცხადებით, თითოეული დაღუპულის ოჯახი კომპენსაციის სახით 5 300 დოლარს მიიღებს.
მეხის ჩამოვარდნას 24 ადამიანი ემსხვერპლა უტარ-პრადეშის შტატშიც.
ინდოეთში მეხის ჩამოვარდნის შედეგად ყოველ მაისსა და ივნისში ასობით ადამიანი იღუპება.
უნდა აღინიშნოს, რომ სანახაობა, რომელიც მეხის ჩამოვარდნას ახლავს თან, ძალიან ლამაზია და დიდხანს გრძელდება ხოლმე.
ამ მხრივ რეკორდად ითვლება 2018 წლის წვიმების სეზონი. სამხრეთ ინდოეთში ჭექა-ქუხილი და ელვა, რომელსაც მეხის ჩამოვარდნები ახლდა, დაახლოებით 13 საათს გაგრძელდა.