ინციდენტი ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადში მოხდა. ვიდეოზე ჩანს, რომ რკინიგზასთან ახლოს ახალგაზრდა დგას, რომელიც ტელეფონში იყურება და სელფი-ვიდეოს იღებს, ამ დროს კი მას მატარებელი უახლოვდება. ვიდეოზე ისმის, რომ მას ეძახიან, მოშორდეს ლიანდაგს, მაგრამ ბიჭმა გადაწყვიტა, რომ უსაფრთხო ადგილას იდგა.
მატარებელი რამდენიმე წუთი ასიგნალებდა, თუმცა ბიჭმა ყურადღება მაინც არ მიაქცია. დაჯახების შემდეგ, ახალგაზრდა მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამჟამად მისი მდგომარეობა მძიმეა.