ინდოეთში ქალაქ კალკუტაში მშენებარე საავტომობილო ესტაკადა ჩამოინგრა, შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ბევრმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო, თუმცა დაზარალებულების ზუსტი რაოდენობა უცნოიბია. ნანგრევების ქვეშ, „როიტერის“ ცნობით, 150 ადამიანი აღმოჩნდა.
ესტაკადის მშენებლობა მიმდინარეობს საავტომობილო ტრასის ზემოთ, სადაც ჩამონგრევის მომენტში გადატვირთული მოძრაობა იყო. ადგილობრივმა ტელეკომპანიამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს ხალხი ნანგრევებიდან გამოსვლას.
კატასტროფის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.