ინდოეთში დაიბადა ბავშვი, რომლის წონაც ნორმას ორჯერ აჭარბებს და 5.9 კგ-ა. ბიჭი რაჯასტანის შტატში დაიბადა.
დედა მის გაჩენას ფიზიოლოგიური გზით ცდილობდა, თუმცა როდესაც მიხვდნენ, რომ ეს შეუძლებელი იყო, ექიმებმა საკეისრო კვეთა ჩაატარეს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, შედეგად კი გიგანტი ბავშვი დაიბადა.
დიდი წონის მიუხედავად, ახალშობილს არანაირი პათოლოგია არ აღენიშნება. სამშობიაროში ამბობენ, რომ „ასეთი სასწაული პირველად ნახეს“. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ასეთი წონის ბავშვი არა მხოლოდ სამშობიაროსა თუ შტატში, არამედ – მთელს ქვეყანაში არ დაბადებულა.