LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში მეხის დაცემის შედეგად 27 ადამიანი გარდაიცვალა

85
1

ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მუსონური შტორმის დროს, მეხის დაცემის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა. 

თვითმფრინავით მგზავრობის დროს დაშავდა ასევე რვა ადამიანი, მათ ტურბულენტობის დროს სხვადასხვა სახის ტრავმა მიიღეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გარდაცვლილთა უმეტესობა ფერმერია, ისინი შემთხვევის დროს მინდორში მუშაობდნენ. შტორმი, ძლიერი ქარის თანხლებით, შტატის ექვს უბანს დაატყდა თავს.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ თქვა, რომ თითოეული გარდაცვლილისა და დაშავებულის ოჯახი ფინანსურ კომპენსაციას მიიღებს.

ინდოეთში ყოველწლიურად მეხით რამდენიმე ათასი ადამიანი იღუპება. შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია ივნისი-სექტემბრის მონაკვეთში, მუსონების დროს. სწორედ ახლა, ინდოეთის სამხრეთ და ცენტრალური ნაწილი ძლიერ შტორმს ებრძვის.

ოფიციალური მონაცემებით, ინდოეთში 2019 წელს მეხის დაცემის შედეგად თითქმის 2 900 ადამიანი დაიღუპა.

ძლიერი წვიმები, რომელსაც ასევე თან ახლავს ძლიერი ქარი, ამ სეზონზე ხშირია. მუსონებს სამხრეთ აზიაში წყალმომარაგების შევსებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუმცა მის მიერ გამოწვეული შედეგები ასევე იწვევს უამრავ მსხვერპლს და რეგიონში ინფრასტრუქტურის განადგურებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g