ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მშრალი ხილისა და კაკლოვანი კულტურების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა, რომელშიც საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა.

MEWA INDIA 2025-ზე ქართული კაკლოვანი პროდუქტები ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 კომპანიამ წარადგინა.

ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციამ, ვიზიტის ფარგლებში, ინდოეთის ბაზარზე პოტენციურ შემსყიდველებთან კავშირები დაამყარა და თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა გამოფენის ორგანიზატორ ორგანიზაციასთან – ინდოეთის მშრალი ხილისა და კაკლოვნების საბჭოსთან.

აღსანიშნავია, რომ მშრალი ხილის და კაკლოვანი კულტურების გამოფენა MEWA INDIA მეორედ ჩატარდა.

