ინდოეთში, გუჯარათის შტატის ქალაქ აჰმედაბადში ავიაკომპანია Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.
საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც რეისს ლონდონის მიმართულებით ასრულებდა, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.
მედიაში გავრცელებული ცნობითვე, ლაინერი, სავარაუდოდ, დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა. გავრცელებული ცნობებით, თვითმფრინავის ბორტზე, სავარაუდოდ, 240-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და სასწრაფო დახმარების მანქანები. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის ჯერ არ გავრცელებულა.