LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე კვლევა იწყება

50

“საქართველოს მთავრობა ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად მუშაობს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე განხორციელდება წინასწარი კვლევა, რომელიც შეაფასებს ყველა ფაქტორს და პოტენციალს, რაც უკავშირდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.

„ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, თურქეთთან, ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებთან. სავარაუდოდ, ახლო მომავალში ხელს მოვაწერთ ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან შეთანხმებებს. გვინდა დავიწყოთ კვლევა ინდოეთის მიმართულებით. ამისთვის დელიში მიემგზავრება ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით. რამდენიმე თვეში მზად გვექნება კვლევა, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც მოხდება ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს რეგიონული ჰაბი ამ მიმართულებით და ეს შესაძლებლობები ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

magti 5g