LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდონეზიაში ვაქცინირებულ ადამიანებს ცოცხალ ქათმებს ჩუქნიან – გაცემულია უკვე 500 ქათამი

77
INDON

ინდონეზიის ქალაქ ჩიანჯურში ვაქცინირებულ ასაკოვან ადამიანებს ცოცხალ ქათმებს ჩუქნიან.

ინფორმაცია CNN-მა გაავრცელა. 

ხელისუფლება ამ გზით ცდილობს, 45 წელს ზემოთ ადამიანებში ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი გაზარდოს.

ინდონეზიაში ვაქცინაციისადმი ნდობა ძალიან დაბალია. მოსახლეობის ნაწილს სჯერა, რომ ვაქცინაცია ბევრ დაავადებას იწვევს.

„გავრცელდა უამრავი დეზინფორმაცია, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში, მოხუცებს ჰგონიათ, რომ ვაქცინით აცრა კოვიდს არ აჩერებს და სიკვდილს იწვევს“. – ამბობს პოლიციის კომისარი პეკატის რაიონიდან.

პოლიციამ გასული თვიდან დაიწყო ვაქცინირებულების ცოცხალი ქათმების გადაცემა.

პროგრამის დაწყებამდე 200 მაცხოვრებლიდან მხოლოდ 25-ს სურდა ვაქცინის გაეკთება. ახლა კი რეგიონში დღეში 250 ადამიანი იცრება.

ბოლო მონაცემით, პროგრამის ფარგლებში უკვე 500 ქათამია გაცემული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები