LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდონეზიის პრეზიდენტის კატას სახელმწიფო დაცვა იცავს

108
Capture5

ინდონეზიაში პრეზიდენტის კატას გარშემო ნამდვილი სკანდალი აგორდა – ცხოველს ოფიციალური დაცვა მიუჩინეს. როგორც Malay Mail-ი იტყობინება, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია ვიდეომ, რომელშიც ჯაკარტაში გამართულ ფესტივალზე კატა სახელად ბობი, პოლიციის ესკორტის თანხლებით ეტლით გადაადგილდება. ინდონეზიის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯური არდიანტორო განმარტავს, რომ ბობი პრეზიდენტ პრაბოვო სუბიანტოს საკუთრებაა, შესაბამისად, სახელმწიფო პროტოკოლის ფარგლებში დაცვას ექვემდებარება.

„საუბარი მხოლოდ პრეზიდენტზე არაა – ყველაფერი, რაც პრეზიდენტს ეკუთვნის, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაცაა. ახლა მე გეკითხებით: ვის ეკუთვნის ბობი? შეუძლია თუ არა სახელმწიფოს მისი დაცვა? რასაკვირველია, შეუძლია. რატომ უნდა იწვევდეს ეს პროტესტს?“ – განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

სოციალურ მედიაში მოსაზრებები გაიყო. ზოგიერთი მომხმარებელი კატას იცავს:
„უკეთესია ბობი დაიცვან, ვიდრე უსარგებლო ჩინოვნიკები,“ – წერს ერთ-ერთი მათგანი.
სხვა კი, მათ შორის პოლიტოლოგი მადე სუპრიატმა, ხაზს უსვამს, რომ ბიუჯეტის ასეთი ხარჯვა არაგონივრულია.

აღსანიშნავია, რომ ბობი, რომელიც ადრე უსახლკარო იყო, პრეზიდენტმა ცხრა წლის წინ შეიფარა. მას ახლა სოციალურ ქსელებში მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები