LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაპოვნია მსოფლიოში უძველესი კლდის მხატვრობა, რომელზეც ადამიანები და ტახია გამოსახული

112
Capture

ინდონეზიაში, კუნძულ სულავესის გამოქვაბულში იპოვეს კლდის მხატვრობა, რომელიც დიდი ალბათობით მსოფლიოში უძველესია. ამის შესახებ BBC წერს.

არქეოლოგთა შეფასებით, გამოსახულება 51 200 წლისაა, რაც 5 ათასი წლით უფრო მეტია ვიდრე წინა რეკორდი. რაც შეეხება ფიგურებს, ადვილად ამოიცნობა ადამიანების და ტახის სილუეტები.

„ადამიანები ისტორიებს დიდი ხნის წინაც ჰყვებოდნენ, თუმცა მათი სიტყვები ჩვენამდე ვერ მოდიოდა. სულავესის ხელოვნება კომპლექსურ ამბავს გვიყვება და არქეოლოგიისთვის ნამდვილი აღმოჩენაა, ისევე როგორც დიდი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი“, – აღნიშნა გამოქვაბულში მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა ადჰი აგუს ოკტავიანამ. მეცნიერმა ისიც დაამატა, რომ ნახატი უძველეს ეპოქაში მცხოვრები ადამიანების კრიტიკული აზროვნების უნარზე მიუთითებს.

საინტერესოა, რომ ისტორიკოსებს ზუსტი თარიღების დადგენაში კვლევის ახალი მეთოდი დაეხმარა. ნახატის ძალიან პატარა ნაწილი მათ ლაზერის გამოყენებით აიღეს და შემდეგ თითოეული დეტალის გამოკვლევა თითქმის 100%-იანი სიზუსტით შეძლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები