საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ინექციებზე წერს, რომელიც მისი თქმით, არ არის მხოლოდ „სილამაზის პროცედურები“, არამედ რეალური სამედიცინო ჩარევაა, რომელსაც თან ახლავს კლინიკური რისკები.
პროფესორი მიუთითებს, რომ ყოველდღიურად მომრავლებული სილამაზის სალონები და სპა-კლინიკები ხშირად ახორციელებენ ინექციების განხორციელებას ისეთ გარემოში, რომელიც არ აკმაყოფილებს სამედიცინო უსაფრთხოების მოთხოვნებს.
მისი შეფასებით, ეს ზრდის პაციენტთა გვერდით არასასურველ რეაქციათა, ინფექციების, სისხლძარღვოვანი გართულებებისა და სხვა გართულებების რისკებს.
„ნემსი ≠ სილამაზის მომსახურება | ინექციები და აკრედიტაციის რეალური მნიშვნელობა.
ინექცია არ არის უბრალოდ „სილამაზის პროცედურა“.
ის არის სამედიცინო ჩარევა, რომელსაც აქვს კლინიკური რისკები — ინფექცია, სისხლძარღვოვანი გართულებები, ალერგიული რეაქციები და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობებიც კი.
ამ ეპიზოდში განვიხილავ:
• რატომ არ ნიშნავს ISO 9001 კლინიკურ უსაფრთხოებას
• რას ამოწმებს რეალურად საერთაშორისო კლინიკური აკრედიტაცია
• რა განსხვავებაა ხარისხის მართვის სერტიფიკატსა და პაციენტის უსაფრთხოების სისტემას შორის
• რატომ უნდა ტარდებოდეს ინექციები მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტირებულ კლინიკაში, კვალიფიციური ექიმის მიერ.
პაციენტის უსაფრთხოება არ არის არჩევითი.
ის სავალდებულოა.“, – წერს გიორგი ფხაკაძე.
