LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფიცირების 4000 შემთხვევაზე მეტი მიუთითებს იმას, რომ მეოთხე ტალღის პიკია: თამარ გაბუნია

72
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „ბოლო 2 დღის განმავლობაში 4000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, რაც მიუთითებს იმას, რომ რეალურად მეოთხე ტალღის პიკია“. მისი განმარტებით, დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში 7 000-მდე კოვიდსაწოლია მობილიზებული.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საზოგადოებას პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს.

„4 000-ზე მეტი შემთხვევაა ბოლო 2 დღის განმავლობაში, რაც მიუთითებს იმას, რომ რეალურად მეოთხე ტალღის პიკია. ჰოსპიტალური ქსელის მობილიზება გრძელდება. 7 000-მდე საწოლია დღევანდელი მდგომარეობით მობილიზებული, დამატებითი კლინიკებიცაა ჩართული, რომ თუ პაციენტს ჰოსპიტალური მართვა სჭირდება, ჰოსპიტალში იყვნენ. გუშინ ჩვენ კიდევ დავამატეთ ონლაინ კლინიკის პერსონალი, იმისთვის, რომ სატელეფონო ზარებზე პასუხის დაგვიანებას ადგილი არ ჰქონდეს. პრევენციული ზომების გატარება ამ პირობებში საკმაოდ რთულია, მთავარი ჯანდაცვის საშუალება პირბადის გამოყენებაა“, – განაცხადა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g