იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით ინფიცირებულთა ზრდის შემთხვევაში, შესაძლებელია დროული ჰოსპიტალიზაცია გართულდეს.
ამასთან, როგორც ჩხაიძე ამბობს, შემთხვევების ზრდა გამოწვეულია დელტა შტამის გავრცელებით. მისი თქმით, წინა კვირის სტატისტიკური მონაცემებით, ახალ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 50% არის „დელტა“ ვარიანტი და პროგნოზულად, აგვისტოს დასაწყისში სწორედ „დელტა“ ვარიანტია დომინანტი.
“აქტიური შემთხვევების უკან დგას აუცილებლობა ამ ადამიანების სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელების, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ სამედიცინო სექტორზე დატვირთვა ასეთი მაღალი რაოდენობის აქტიური შემთხვევების პირობებში ძალიან გაზრდილია და აუცილებლობა იმისა, რომ პაციენტების გარკვეული რაოდენობა ასეთი ინფიცირების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე მოხვდეს სტაციონარებში, შესაძლებელოა მიმდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში ასეთი მაღალი ციფრების შემთხვევაში უკვე პრობლემური გახდეს.
ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დღეს ქვეყანაში კიდევ დამატებით გამოვყოთ საწოლების რაოდენობა, რომელიც შესაძლებელია სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს, თუმცა, ეს რესურსი უსასრულო არ არის. დღეისთვის ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა შედარებით მცირეა, წინა დღეეებს თუ შევადარებთ და არ აღემატება 700-ს, ერთი, რაც პრობლემას არ ქმნის ჯერჯერობით, ეს არის კრიტიკული მედიცინისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატები.
ყველაფერი ამის უკან პირველ რიგში, დგას კორონავირუსის მუტაცია, “დელტა“ ვარიანტი, რომელიც დღეს ქვეყანაში უფრო მეტად არის გავრცელებული, სწორედ მისი ზემოქმედებაა უფრო მეტი ინფიცირებული ადამიანი. ასევე, კორონავირუსის „დელტა“ვარიანტისთვის დამახასიათებელია მიმდინარეობის უფრო მეტი სიმძიმე, ვიდრე ეს გვქონდა „ბრიტანული“ შტამის შემთხვევაში და ვიდრე ეს იყო პანდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში, 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ ჩინური ვარიანტი ცირკულირებდა”,- განაცხადა ჩხაიძემ.