LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინფორმაცია გვაქვს, რომ შეფასება პოზიტიურია“ – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, წლის ბოლოსთვის საქართველო ევროკავშირისგან კითხვარის მეორე ნაწილის შეფასების გამოქვეყნებას ელოდება

140
Untitled design (10)

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, წლის ბოლოსთვის საქართველო ევროკავშირის მხრიდან კითხვარის მეორე ნაწილის შეფასების გამოქვეყნებას ელოდება.

თეიმურაზ ჯანჯალიამ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ აღნიშნული შეეხება საქართველოს თავსებადობის შეფასებას საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების მიმართულებით, მომავალი წლის შემოდგომაზე კი ევროკომისიის შეფასების მორიგი ანგარიში გამოქვეყნდება:

„ინფორმაცია გვაქვს, რომ შეფასება პოზიტიურია. ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, რაც ეხება ევროკავშირთან საქართველოს თავსებადობას საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების მიმართულებით. მომავალი წლის შემოდგომაზე ველოდებით, რომ გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს საბოლოოდ, კანდიდატის სტატუსი მიენიჭება“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები