LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფორმაცია, რომ „დღეს ალბათ უკანასკნელი ბრძოლა გაიმართებოდა მარიუპოლში“ – ყალბია: მარიუპოლის მერის თანაშემწე

159
მარიუპოლი

სხვადასხვა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, სადაც ეწერა, რომ „დღეს ალბათ უკანასკნელი ბრძოლა გაიმართებოდა მარიუპოლში“, ყალბია. ამის შესახებ მარიუპოლის მერის თანაშემწე პეტრო ანდრიუშჩენკომ Facebook-ზე წერს.

მისი განმარტებით, ინფორმაცია საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფის ყალბ ანგარიშზე გამოქვეყნდა.

„36-ე დანაყოფის ანგარიში გატეხეს. ახლა აღდგენილია წვდომა და ტარდება დამცავი ზომები. ყველაფერი, რაც იქ ქვეყნდება რუსულ ენაზე, არის შეგნებული დეზინფორმაცია, რათა მოხდეს საზოგადოების დესტაბილიზაცია რეზონანსულ თემაზე“, – წერს პეტრო ანდრიუშჩენკო.

magti 5g