საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური „თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ“ განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც საზოგადოებას ე.წ. მღვდელი ნიკოლოზ მამცელიძის სახელით ეცნობა, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ხელდასხმული არ არის.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„სოციალური ქსელის მეშვეობით ჩვენთვის ცნობილი გახდა პიროვნების შესახებ, რომელიც, როგორ ფოტოდან ჩანს, სასულიერო პირის შესამოსლითა და ჯვრით არის წარმოდგენილი.
ირკვევა, რომ იგი საზოგადოებას მღვდელ ნიკოლოზ მამცელიძის სახელით ეცნობა. ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება არ არის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ხელდასხმული.
‼️ ინფორმაცია თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ
⭕ ე. წ. მღვდელი ნიკოლოზ მამცელიძე.
❌ სოციალური ქსელის მეშვეობით…
Posted by საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური on ორშაბათი, 03 ივლისი, 2023
ამიტომ გვინდა საზოგადოება გავაფრთხილოთ, არ შევიდეს შეცდომაში და იცოდეს, რომ ამ პიროვნების ნებისმიერი ქმედება თვითნებური და დამაბრკოლებელია“, – აღნიშნულია განცხადებაში.