LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა ბოჭორიშვილი: „პანტაპუნტით გვეცლება ექიმები კლინიკიდან…“

897
ingabochorishvili201112

ექიმი კარდიოლოგი, ინგა ბოჭორიშვილი სამედიცინო სფეროში შექმნილი მძიმე ვითარების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ყოველ დილას ექიმებს შორის ახალი კოვიდინფიცირებულის შესახებ იღებს ინფორმაციას.

„პანტაპუნტით გვეცლება ექიმები კლინიკიდან. ყოველ დღე თითო-თითო მჩქეფარე სუბიექტი უვარდება თვითიზოლაციას მკლავებში. ყოველ დილით ვიღვიძებ თუ არა, ავტომატურად ველოდები ახლა  ამბავს – დღეს ვინ აღმოჩნდება “ დასახვრეტთა” სიაში. ადრე დიდად ვერ ვითავისებდი იმ დისკომფორტს რომელიც ავადმყოფობის გარდა სხვა ბევრ რამეს თავდაყირა აყენებს. ქუთაისსა და თბილისს შორის გაბმული ექიმის პირობაზე არ ვგრძნობ თავს უკმაყოფილოდ. ადრე თუ დამიჩივლია, რომ მშვიდი და ნორმალური- ადგილობრივი  ყოფა მეტად საოცნებო რამ გახდა ჩემი რეალობისათვის, ახლა მხოლოდ იმაზე ვლოცულობ, რომ ცოტა ხანი კიდევ “გავქაჩო” და მთავარია, სადმე რაიმე არ გავჭედო, ან თავად არ გავიჭედო. შიშველი ცხვირ-პირის დანახვაზე ზუსტად ისეთივე რეაქცია მაქვს, როგორც ნუდისტებისა ქალაქში – დისკომფორტის შეგრძნება :))))).

სამსახურში ყველანი დაზაფრულები ვართ და მხოლოდ იმაზე ვნერვიულობთ, რომ ვირუსი სხვასთან არ გავავრცელოთ, საკუთარ თავსაც დავეძებთ, რა თქმა უნდა. ძირითადად, ოჯახის წევრებს ვმტრობთ მაგ ამბავში. ყოველდღე covid-19-ის მზარდი შემთხვევები  ჩვეულებრივი გახდა, თითქოს შევეჩვიეთ ისევე, როგორც ყველაფერს მიუღებელს ან ახალს ეჩვევა ადამიანის გონება ხანგრძლივი აგიტაცია-პროპაგანდის შემდეგ.  სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან რაღაც ისეთი ხდება, რამაც ამოაგდო კონტექსტიდან ცივილიზაცია. ხან რას გავურბივართ, ხან რას.

ჩემი აზრით, ძლიერი ყოფილა ადამიანის გონება – მაინც ასე ჰქვია, რომ უმაღლეს საფეხურზე ჯერჯერობით ჩვენ ვდგავართ ( მიუხედავად ყველაფრისა). თავს ვიიმედებთ, ვირთობთ, ვიძლიერებთ, ვოცნებობთ, მიზნებს ვსახავთ და ასე შემდეგ. მე კი ამ პირუეტიდან ცალი თვალით ვიჭვრიტები და ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ალბათ მეც გამომდებს covid-ი კლანჭს და მერე ვინმეს მეც დავასაჩუქრებ, მაგრამ ერთი ძლიერი შიში მიღრღნის გონებას: ნეტა, ახალ წელს მარტო არ დავრჩებოდე, ან მდე ან შემდეგ მოხდეს ჩვენი გაცნობა :))))))

ჯანმრთელობას გისურვებთ! ამტანობას და დღეგრძელობას!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები