LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლია: „ოცნების“ ტიპებს მინდა მივმართო: სხვებსაც ჰყავთ შვილები!.. მართლა საბჭოთა ცეკა-ს მდივნებივით ნუ იქცევით“

940
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (2)

„ოცნების ტიპებს მინდა მივმართო: სხვებსაც ჰყავთ შვილები..“ – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საქართველოსა და ისლანდიის საკალათბურთო ნაკრებებს შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტი თამაშის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ფოტოებს.

„მთელ საქართველოს უხაროდა კალათბურთელების წარმატება და ჩვენი გამარჯვება..

ვახო სანაიას ეწერა სოციალურ ქსელში და მინდა, პოსტის მოკლე შინაარსი გავიმეორო და რას აჩვევთ თქვენს შვილებსო?! ანუ მამა თუ ცეკა-ს მდივანი არ ჰყავს, გამარჯვებული გუნდის გასახდელში ვერ მოხვდებიანო?

ოცნების ტიპებს მინდა მივმართო: სხვებსაც ჰყავთ შვილები..

ცხოვრების წესზე როცა ვლაპარაკობთ, ჩვენს უფროსებად რომ გამოგვიცხადეს თავი და უკვე მე-11 წელია მართლა, პირდაპირი მნიშვნელობით, თავზე რომ გვასხედან, აი, ეს არის მათი ცხოვრების წესი, ის ერთი სურათი და ვიდეო, რაც ვნახე.

 

 

„სხვებსაც ჰყავთ შვილები.. მართლა საბჭოთა ცეკა-ს მდივნებივით ნუ იქცევით!“ – გრიგოლია ოცნებას

„სხვებსაც ჰყავთ შვილები!.. მართლა საბჭოთა ცეკა-ს მდივნებივით ნუ იქცევით,“ — ინგა გრიგოლიას მიმართვა „ოცნებას“ კალათბურთის მატჩის შემდეგ გავრცელებულ ფოტოებზე

Posted by Formula • ფორმულა on Monday, 27 February 2023

 

 

სხვებსაც ჰყავთ შვილები, პანდემიის დროს დაკეტილი სტადიონი რომ იყო და მარტო თქვენთვის რომ იყო ღია. სხვის შვილებს არ ვერჩი და ყოველთვის, წინააღმდეგი ვარ, ბავშვი ვახსენო, მაგრამ სხვებსაც ჰყავთ შვილები, ვისაც მამები არ ჰყავთ, როგორც თავად წარმოუდგენიათ, ამ ქვეყნის უფროსები და მართლაც, ცხოვრების წესად ნუ აქციეთ ეს ყველაფერი! მართლა საბჭოთა ცეკა-ს მდივნებივით ნუ იქცევით,“ — განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

შეგახსენებთ, საქართველომ ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა კალათბურთელებს პირადად მიულოცა გამარჯვება და მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატება უსურვა.

 

 

პრემიერთან ერთად საკალათბურთო მატჩს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები  ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g