LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლია : წლების წინ მე ჩემი შვილის მოკვლის მუქარამ ვერ გამაჩერა (ვიდეო)

72

ინგა გრიგოლიას მუქარის არ ეშინია და გეგმავს, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალით შანტაჟზე  ღიად ისაუბროს, ამის შესახებ ჟურნალისტმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ვინც იცით და ვინც ჯერ კიდევ არ იცით, დღეს მორიგი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც სხვებთან ერთად ჩემი პირადი ცხოვრების ფარული კადრების გასაჯაროებით დამემუქრნენ, თუ ქვეყანას არ დავტოვებ. მოგესალმებით ყველას, ვინც ბოლო 2 ათწლეულზე მეტია მიყურებთ და მისმენთ, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა ის, რასაც ამდენი წელია ვაკეთებ. მოგესალმებით თქვენც, ვისაც ასე ძალიან გინდათ, რომ მე ახლა აქ არ ვიჯდე. მოგესალმები შენ, ვისაც ასე ძალიან გინდა, რომ შანტაჟის შიშით ქვეყანა დავტოვო და ჩემს საქმეზე უარი ვთქვა, იმიტომ, რომ შენ კომფორტულად იგრძნო თავი. მე ინგა ვარ, გრიგოლია, ქალი, შვილი, დედა და მეგობარი. მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება. ხოლო თქვენ კი, ვინც ჩემი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით მემუქრებით და მოითხოვთ, რომ ქვეყანა დავტოვო, პირობას გაძლევთ, რომ თავს შევაკლავ ჩემი და სხვა ადამიანების უფლებების დაცვას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ციხეში მრავალი წლით აღმოჩნდეთ ამ კადრების გადამღებიც და განმახორციელებელიც. წლების წინ მე ჩემი შვილის მოკვლის მუქარამ ვერ გამაჩერა და გამაჩუმა და ეს საქმე გამოუძიებელი იდო . აქამდე არასოდეს მისაუბრია, ახლა კი გადავწყვიტე, ღიად ვისაუბრო ამ თემაზე,“ – ამბობს გრიგოლია.

მისივე თქმით, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მუქარის შესახებ საკუთარი შვილისგან შეიტყობდა. გრიგოლია ხაზგასმით აცხადებს, რომ არ აპირებს „ჩირგვებში დამალვას“  და ქვეყნიდან წასვლას.

„დააშანტაჟეთ და შეაშინეთ, ვინც აქამდე შეგიშინებიათ,“ – განაცხადა გრიგოლიამ და კადრების გავრცელება შეაფასა „ტერაქტებად, აფეთქების გარეშე“. ჟურნალისტის თქმით, ტერაქტს არა მხოლოდ მას, ან იმ ადამიანებს უწყობენ, ვინც კადრებზე ჩანს, არამედ მთელ საზოგადოებას უწყობენ.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/TVSports.ge/videos/543961889096456/?fref=nf&__mref=message_bubble” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g