LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა მამუჩიშვილი: „ჩემო ძვირფასებო, ხშირად გაწუხებთ თქვენი პატარების უძილობის პრობლემები, მესმის, თქვენც იღლებით და გულწრფელად მეცოდებით, მოდით მოკლედ მიმოვიხილოთ მიზეზები…“

170
ინგა მამუჩიშვილი

ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მორიგი რეკომენდაციით მიმართავს.

ამჯერად, ბავშვების უძილობის პრობლემებზე საუბრობს.

„ჩემო ძვირფასებო, ხშირად გაწუხებთ თქვენი პატარების უძილობის პრობლემები, მესმის, თქვენც იღლებით და გულწრფელად მეცოდებით. მოდით მოკლედ მიმოვიხილოთ მიზეზები…სრულფასოვანი ძილი აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის!!! ძილის დროს გამომუშავდება ჰორმონი ლეპტინი (მადის რეგულაციისათვის) მელატონინი (გუნება-გაწყობისთვის და სწრაფი ჩაძინებისთვის) კორტიზოლი (სტრესის ჰორმონი) ითრგუნება, მატულობს ზრდის ჰორმონის გამომუშავება, გამომუშავდება ჰორმონი გრელინი (ხელს უწყობს სიმსუქნის პრევენციას) და ბევრი სხვა საჭირო ნივთიერებები!!! უძილობის მიზეზები: გადაღლა, დისკომფორტი (სიცხე,სიცივე,სველი საფნი) ჭარბი ემოცია დღის განმავლობაში, კბილების ამოჭრის პროცესი, კოლიკა, ძილის რეგრესი, ღამის კოშმარები და ტერორი,ძილის რუტინის არარსებობა, გაჯეტებთან ხანგრძლივი ურთიერთობა, არასწორი კვება კოფეინის და შაქრის დიდი რაოდენობით მიღება დღის განმავლობაში, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, გვიან საღამოს ჭამა, სხვადასხვა სახის ტკივილი!!! რით ვუშველოთ უძილობის პროცესს გამოუმუშავეთ ბავშვს ძილის რუტინა, ძილამდე 2 საათით ადრე აგრძნობინეთ რომ უკვე ღამეა და შეინარჩუნეთ სიმშვიდე, შედარებით ჩააბნელეთ ოთახი,დააძინეთ ერთსა და იმავე დროს, არ მიაღებინოთ საკვები უშუალოდ ძილის წინ,შეზღუდეთ ფიზიკური აქტივობა, გაანიავეთ ოთახი და დაიცავით ტამპ რეჟიმი საძინებელში (20-22 გრ) წაუკითხეთ ზღაპარი, ესაუბრეთ მშვიდად ემოციების გარეშე!!! ძილის რუტინა ხელს უწყობს მელატონინის გამომუშავებას!!! ეს არის მოგვარებადი პრობლემა, თუ თქვენ ვერ აგვარებთ ამ რჩევებით, მიმართეთ პედიატრს, ნევროლოგს, ფსიქოლოგსრომლთა რჩევები და მკურნალობა მშვიდი ძილის გარანტი გახდება თქვენი შვილებისთვის და თქვენთვისაც. გილოცავთ 8 მარტს, ბედნიერები და წარმატებულები იყავით,“ – წერს ინგა მამუჩიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g