LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისელი მოგზაური დიდი ბრიტანეთის ემოციურ რუკას შეადგენს

129

ინგლისელი მოგზაური დიდი ბრიტანეთის ემოციურ რუკას შეადგენს. დენელ რეივენ-ელისონი ნამდვილი პატრიოტია და საკუთარ ქვეყანაში მოგზაურობაც ძალიან უყვარს.

უკანასკნელი 7 თვის განმავლობაში მან გაერთიანებული სამეფოს 69 ქალაქი და 15 ნაციონალური პარკი მოიარა. მთლიანობაში მან 2,5 მილიონი ნაბიჯი გაიარა და მთელი ამ დროის განმავლობაში თავზე ეკეთა სპეციალური მოწყობილობა, რომელიც მისი ტვინის აქტივობას იმახსოვრებდა. გაჯეტი აფიქსირებდა სტრესს, მოდუნებას, ყურადღების კონცენტრაციასა თუ ზოგადად ინტერესს.

როგორც ბრიტანელი ფიქრობს, ეს გამოცდილება მას დაეხმარა, რომ გარემოსადმი დამოკიდებულება უკეთ გაეგო. სწორედ ამიტომ, დენელმა გადაწყვიტა, შექმნას განსხვავებული რუკა, სადაც ამა თუ იმ ადგილის მიმართ ემოცია ტვინის აქტივობით იქნება გადმოცემული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები