LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისი ფრანგს მიადგა: მოდი არსენ არსენალის მერე

102

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ 2017 წელს ინგლისის ნაკრების ჩაბარება არსენ ვენგერს შეთავაზა.
ფრანგს საშუალება ექნება სეზონი ”არსენალში” ჩაამთავროს.

ვენგერი პრიორიტეტული ვარიანტი ჯერ კიდევ როი ჰოჯსონის წასვლის შემდეგ იყო, მაგრამ მაშინ ფრანგმა საყვარელ და მიჩვეულ ”მეთოფეებში” დარჩენა არჩია. ახლა ასოციაციის ბოსები თანახმა არიან სეზონის ბოლომდე მოიცადონ. თუ ეს წინადადება ვენგერს დააინტერესებს, მაშინ მომავალ ზაფხულამდე ინგლისის ნაკრებს გარეთ საუთგეიტი გაუძღვება.

ინგლისის ნაკრებში მუშაობაზე ”კრისტალ პალასში” დასაქმებულ ალან პარდიუსაც განიხილავენ.

სემ ელერდაისმა ნაკრებში სულ რაღაც 67 დღე იმუშავა და კორუფციული სკანდალის გამო გააპანღურეს.

მისი წინამორბედი როი ჰოჯსონი ევრო 2016-ზე ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო მოხსნეს (ისლანდიასთან წააგეს).

66 წლის არსენ ვენგერი კი ”არსენალში” თანამედროვეობისთვის შეუფერებლად დიდხანს, 1996 წლიდან მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები