ინგლისის პრემიერლიგას ახალი ლოგო აქვს.
ლომი დარჩა, თუმცა რაღაც უცნაირად კი გამოიყურება.
ახალი ემბლემა ძველს შეცვლის, რომელიც 1992 წელს პრემიერლიგის დაარსების დროს შემუშავდა. ახალ ლოგოტიპს 2016/17 წლების სეზონიდან გამოიყენებენ. ახალი სეზონიდან ასევე გაქრება სახელწოდება Barclays, რომელიც აღარ იქნება ტურნირის სპონსორი. სწორედ ამასთან არის დაკავშირებული ინგლისის ჩემპიონატის ლოგოს ცვლილება.
 
				 
															
 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 