LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისის ჩემპიონი უკვე ცნობილია: სუპერკომპიუტერმა ყველაფერი გამოთვალა

96
merlin-174167229-cac1b6ad-11d4-4053-9870-67d09b063020-articleLarge

კომპანია FiveThirtyEight-ის გამომთვლელმა მანქანამ პრემიერლიგაში „სიტის“ ჩემპიონობა იწინასწარმეტყველა, რომელმაც „ლივერპულს“ 12 ქულით უნდა გაუსწროს.
მესამეზე „მანჩესტერი“ გავა („ლივერპულს“ 2 ქულით ჩამორჩება), ხოლო ლიგიდან გავარდებიან „ფულჰემი“, „შეფილდი“ და „ვესტ ბრომვიჩი“, რომლებიც ისედაც გასავარდნ ზონაში ყურყუტებენ.

„თითოეულ გუნდს აქვს შეტევისა და დაცვის რეიტინგი. შეტევის რეიტინგია – გოლები, რომელსაც გუნდი სავარაუდოდ გაიტანს საშუალოდ. დაცვის რეიტინგი გაშვებული გოლების მოსალოდნელი რაოდენობაა. ეს რეიტინგები SPI-ის საერთო რეიტინგს იძლევა, რაც ქულების პროცენტს ნიშნავს. მოგება 3 ქულით ფასდება, ფრე 1-ით და წაგებაზე ქულა არ ერიცხება“, – განმარტავს ორგანიზაცია.

ალგორითმებიდან გამომდინარე ჩემპიონი 85 ქულით „სიტი“ გახდება, რომლის ბურთების შეფარდება +53 იქნება.

საბოლოო სრული ცხრილი აგერ იხილეთ.

ამ მომენტისთვის პრემიერლიგას სწორედ „სიტი“ ლიდერობს 44 ქულით.

გასავარდ ზონაში კი სწორედ ის გუნდები არიან, რომელთა ჩემპიონშიპში დაქვეითებას კომპიუტერი პროგნოზირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები