LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისის სკოლებში 12-15 წლის მოზარდებს კოვიდვაქცინის პირველ დოზას შესთავაზებენ

127
1

ინგლისის სკოლებში, 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებს კოვიდვაქცინის პირველ დოზას შესთავაზებენ.

BBC-ს ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო დიდი ბრიტანეთის მთავარი სამედიცინო ოფიცრების რჩევების საფუძველზე – ისინი აცხადებენ, რომ ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა განათლების სისტემაში არსებულ დარღვევებს შეამცირებს.

დიდი ბრიტანეთის ვაქცინების კოორდინაციის მინისტრის, ნადიმ ზაჰავის განმარტებით, მოზარდებს “ფაიზერის” ვაქცინას შესთავაზებენ.

იმუნიზაციის პროცესის დაწყება კი მომავალ კვირას იგეგმება.

მთავრობაში აცხადებენ, რომ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვამდე, ექიმები ვაქცინის შესახებ ინფორმაციას მშობლებს გაუზიარებენ და მათს თანხმობას გაითვალისწინებენ, იმ შემთხვევაში, თუკი მშობლებსა და შვილებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, კლინიკოსი ეცდება, ისინი შეთანხმდნენ და მიაღწიონ კონსენსუსს.

“თუმცა, იმ იშვიათ შემთხვევებში, თუ შეთანხმება მიღწეული არ არის, ბავშვმა შეიძლება თავად მისცეს თანხმობა, თუ კლინიცისტი მათ “კომპეტენტურად” მიიჩნევს.” – განაცხადა ნადიმ ზაჰავიმ.

ამ ეტაპზე, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ზაჰავიმ BBC-სთან საუბრის დროს იმედი გამოთქვა, რომ პირველი ვაქცინაცია 22 სექტემბრისთვის ჩატარდება.

შეგახსენებთ, ორშაბათს, გაერთიანებული სამეფოს ოთხმა მთავარმა ექიმმა რეკომენდაცია გაუწია კოვიდვაქცინის ერთი დოზის მიღებას 12 -დან 15 წლამდე ასაკის იმ მოზარდებში, რომლებიც დაავადებისგან ძალიან დაბალ რისკჯგუფად ითვლებიან.

იმუნიზაციის საბჭოზე წარსადგენად მზად გვაქვს რეკომენდაცია – ვაქცინაცია 12-დან 15 წლამდე რისკჯგუფებში დავიწყოთ: ჩხაიძე

magti 5g