LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისმა, ისლანდიამ, ჩეხეთმა და ავსტრიამ უკვე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

39

გუშინ ევროპის 2016 წლის  შესარჩევი ეტაპის მე-8 ტურის მატჩები დასრულდა.

რამდენიმე ნაკრებმა უკვე ოფიციალურად მოიპოვა საფრანგეთში გასამგზავრებელი საგზური.

ინგლისი, ისლანდია, ჩეხეთი და ავსტრია – ამ გუნდებმა ყველაზე ადრე მიიღეს ევრო 2016-ზე თამაშის უფლება.

ინგლისელებმა ჯგუფში ქულათა მაქსიმუმი დააგროვეს, მათ ანგარიშზე 8-იდან 8 მოგებაა ბურთების შეფარდება კი 26-3 -ზეა, „სამმა ლომმა“  მე-7 ტურშივე მოიპოვა საფრანგეთის საგზური.

შეგახსენებთ, რომ  ბოლო ორი, მე-9 და მე-10 ტურის მატჩები 8-9-10 და  11-12-13 ოქტომბერს გაიმართება და საბოლოოდ გახდება იმ გუნდების ვინობა ცნობილი, რომლებიც ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე ითამაშებენ.