LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისს და ესპანეთს დაერხათ: პელემ ფავორიტები დაასახელა

27

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის პელეს აზრით, ევრო 2016-ის მთავარი ფავორიტები ინგლისი და ესპანეთი არიან.

”ინგლისს ბევრი ახალი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ მგონია, რომ ფინალში გავლენ, – მოჰყავს Talk Sport-ს პელეს ციტატა, – თუმცა ტურნირის მოგება ძალიან რთული იქნება. თითქმის თანაბარი დონეა. უნდა აღმოჩნდე ის გუნდი, რომელსაც უფრო მეტად გაუმართლებს. თუ ორი ფავორიტის არჩევა მომიწევს, ესპანეთსა და ინგლისს დავასახელებ.”

აღსანიშნავია, რომ როგორც წესი ის გუნდები, რომლებსაც პელე ტურნირის ფავორიტებად რაცხავს, ვერასდროს იგებენ. ასე რომ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები