LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისში ძველი დრო ბრუნდება: ფანები თამაშზე ორთქმავლით წავლენ

200

“კრისტალ პალასის“ ფანები საუთჰეპტონამდე 1946 წლის ორთქმავლით ჩასვლას შეძლებენ.
გულშემატკივრებს კომპანიონობას თვით ალან პარდიუ და ძირითადი გუნდის წევრები გაუწევენ.
„კრისტალ პალასის“ თანამფლობელი ჯერემი ჰოსკინგი ძველ ორთქმავლებს აგროვებს. ფუნქციონერმა კლუბის ფანებს შეთავაზა პრემიერლიგის შეხვედრაზე წავიდნენ ორთქმავლით „ბრძოლა ბრიტანიისათვის“, რომელიც 1946 წელს არის გაკეთებული.
სამ წელიწადში ორთქმავალი ექსპლუატაციიდან გამოვიდა, მაგრამ ახლა რესტავრირებულია და გამოყენებისთვის მზადაა. ლოკომოტივმა სახელწოდება ოფიცრების საპატივსაცემოდ მიიღო, რომელთაც მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაზე გავლენა მოახდინეს.
„კრისტალ პალასის“ ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ტურის ფასი 216-დან 242 ფუნტამდე იქნება. ტურში „საუთჰემპტონთან“ მატჩის ბილეთიც შევა, სასუსნაო მგზავრობის დროს და ვახშამი უკან გზაზე. დაბრუნებისას ფანებთან ერთად იმგზავრებს „პალასის“ ძირითადი გუნდი.
ლონდონიდან საუთჰემპტონამდე მანძილი 128 კილომეტრია.
38-ე ტურის შეხვედრა „საუთჰემპტონსა“ და „კრისტალ პალასს“ შორის 15 მაისს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g